გასეირნება მთაწმინდის პარკში

    ა/წ.       5 გიორგობისთვეს  მე-3 (1) და  მე-5(1)  კლ მოსწავლეები მდუმარედ მიუყვებოდნენ  მამადავითის აღმართს.   აღმართს, რომელსაც ერთ დროს  მეფე ერეკლე  მიუყვებოდა.

   ბავშვებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია იმ 13 ასურელი მამის შესახებ, რომელნიც  მე-6 ს-ში საქართველოში   შემობრძანდნენ  და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ქრისტეს რჯულის საქადაგებლად გაეშურნენ.

   მამა დავით გარეჯელს კი ჯერ აქ  შეუსვენია, თავისი ლოცვა—კურთხევით კლდიდან წყარო გამოსჩენია, პატარა სალოცავი ეკლესიაც აუგია და შემდეგ გეზი გარეჯისკენ აუღია.

     რაც შეეხება პანთეონს, -ღია ცის ქვეშაა  მოწყობილი, რომლის დაარსების ისტორია მე-19  საუკუნის ბოლოს დაიწყო.  აქ ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული  სახელოვანი  წინაპრების საფლავები ბავშვებმა დიდი მოწიწებითა და თაყვანისცემით   მოინახულეს.

  ეს დღე არც ერთ სხვა დღეს არ ჰგავდა, არც ერთ ნანახსა და განცდილს არ ჰგავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *