რეიტინგული წერები

მონიტორინგი

მონიტორინგის მიზნით, სკოლაში წელიწადში ორჯერ სხვადასხვა საგანში ტარდება სადირექციო რეიტინგული კოდირებული წერები, (საგნების შერჩევა ხდება დირექციის მიერ)  რომლის მიზანია:

  1. დადგინდეს მოსწავლეთა ცოდნის დონე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში;
  2. დადგინდეს კლასის დონე და რეიტინგი;
  3. დადგინდეს პედაგოგის მიერ გაწეული მუშაობის ხარისხი;

ნაშრომების კოდირების მიზანია, დაცულ იქნას კონფიდენციალურობა, რათა თავიდან  ავიცილოთ სუბიექტური მიდგომები.

დამამთავრებელ კლასებში საგამოცდო საგნებში, სპეციალური პროგამების დახმარებით, ტარდება კომპიუტერული,  „კატის“ გამოცდის ტიპის ტესტირებები. შეფასება, ისე, როგორც კატის გამოცდაზე,  კომპიუტერის მეშვეობით ხდება.

შედეგებიდან გამომდიმარე, საგნის პედაგოგი მოვალეა იმუშაოს ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით. მუშაობა მიმდინარეობს  გაკვეთილებზე, დამატებით მეცადინეობებზე (კონკრეტულ მოსწავლესთან ან კლასთან), რიგ შემთხვევებში მშობელთა ჩართულობით და საშაბათო   მოსწავლისათვის ინდივიდუალურად შედგენილი დავალებების მეშვეობით.